17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
25 წელი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში - დევნილ ხანდაზმულ წყვილს სახლიდან აგდებენ

25 წელი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში. ცხინვალიდან დევნილი ნელი ხადური, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მეუღლესთან ერთად, სასტუმრო "კოლხეთის" იმ შენობაში ცხოვრობს, რომელიც უკვე გაიყიდა და მესაკუთრე მოხუცებისგან თავშესაფრის დაცლას ითხოვს.

ნელი ხადური აცხადებს, რომ თემქაზე არსებული 15 კვადრატული საცხოვრებელი ფართი სხვა პირს საკუთარი დედის დაკრძალვის ხარჯების სანაცვლოდ გადასცა.

ცხინვალიდან დევნილი ცოლ-ქმარი ერთადერთია, სასტუმრო „კოლხეთში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, რომელმაც დევნილთა სამინისტროსგან ბინა ვერ მიიღო.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები