17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
სირიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შევიდა ძალაში

სირიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შევიდა ძალაში. ზავი, რომელიც დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა, დიდი ოცეულის სამიტზე შეათანხმეს, ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე ამოქმედდა.

მხარეები იმედოვნებენ, რომ ჰამბურგში შეთანხმებული ზავი, სირიაში 7 წლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას შეუწყობს ხელს. გაეროში სირიის ელჩის ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებები ისრაელთან და იორდანიასთან მოსაზღვრე რეგიონებში უკვე შეწყდა. შეთანხმების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის იმპლემენტაციას რუსული მხარე გააკონტროლებს.

დღის ამბები