17 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
წერილი "რუსთავი 2-ს"- სუს-ის ყოფილი წარმომადგენელი ვახტანგ გომელაურისა და მისი ნათესავების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე წერს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქართველოდან გაქცეული თანამშრომელი და წერილი "რუსთავი 2-ს." სუს-ის ყოფილი წარმომადგენელი ვახტანგ გომელაურისა და მისი ნათესავების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე წერს.

„სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 2017 წლის დასაწყისიდან მას შემდეგ, როდესაც პირადად უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან მივიღე წინადადება მონაწილეობა მიმეღო სუს-ის ახალ პროექტში, რომელიც არჩევნებისთვის კეთდებოდა. ეს იყო სპეციალურ ჯგუფი, რომელშიც განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირები იქნებოდნენ ჩართულნი და ნებისმიერი გზებით შეეცდებოდნენ ოპონენტების დისკრედიტირებას, მათ შორის საუბარი იყო პირადი  ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენების შესაძლებლობაზეც,“-აღნიშნულია წერილში.   

ნინო ნიქაბაძესთან დაკავშირება "პოსკრიპტუმმა" მოახერხა. ადგილსამყოფელს არ ამხელს და სკაიპით გვიყვება საქართველოდან გაქცევის მიზეზებზე.

რა ბრალდებას უყენებენ სუს-ის ყოფილი თანამშრომლები ვახტანგ გომელაურს, ნახეთ რეპორტაჟი დღეს საღამოს 09:00 საათზე.

დღის ამბები