17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
სახლები ნგრევის პირას - სოფელ მლაშეს დაზარალებული ოჯახები სახლების დანგრევაში სახლემწიფოს ადანაშაულებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში 6 დაზარალებული ოჯახი საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სასამართლო პროცესის წაგების მიუხედავად, ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს.

ექსპერტთა დასკვნით, სახლების გამაგრება შესაძლებელია, თუმცა 2 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.

სოფელში აცხადებენ, რომ სახლებმა ნგრევა მაშინ დაიწყო, როდესაც მშენებელმა კომპანიამ სოფლამდე მისასვლელი გზის დაგება მძიმე ტექნიკის დახმარებით დაიწყო. დაზარალებული ოჯახები ამბობენ, რომ ბზარები მათ სახლებს ჯერ კიდევ მშენებლობის დასაწყისში გაუჩნდა და ამის დამადასტურებელი ფოტოები მათ საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც წარადგინეს, თუმცა მაშინ, როდესაც ეს მასალა სასამართლოში დასჭირდათ, ფოტოები გაქრა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სუთიძე აცხადებს, რომ სოფლამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და არ აშენებულა, შესაბამისად, დეპარტამენტს, ირგვლივ არსებული შენობების შესწავლის ვალდებულება არ გააჩნდა და სამუშაოები, მისი თქმით, ნგრევას არ გამოიწვევდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესმა სახლების ნგრევას ხელი შეუწყო.

6 ოჯახს, სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ, აპელაცია, უსახსრობის გამო არ შეუტანიათ.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.

დღის ამბები