17 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
ყვითელი ყვავილი, სვანური მარილი... - ჯანმრთელობისთვის საშიში ქართული სუნელები და აშშ-ის შემაშფოთებელი დასკვნა 

თუ თქვენ შეიძინეთ ან მიიღეთ სანელებლები საქართველოდან, სთხოვეთ თქვენს ექიმს ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი ტყვიაზე -  ამ გაფრთხილებას მედიკოსები, ამერიკაში მცხოვრები ქართული სუნელების პოტენციურ მომხმარებლებს აძლევენ.

რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაავადებები, მენტალური განვითარების შეფერხება - ე.წ. ყვითელი ყვავილი, რომელიც საქართველოში იყიდება, ჯანმრთელობისთვის საშიშია. ტყვიით ინტოქსიკაცია განსაკუთრებით სარისკოა ორსულობის დროს და ბავშვებში.

ამ საფრთხის შესახებ ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ გაფრთხილებაშია ნათქვამი. დოკუმენტში წერია,  რომ ტყვიის განსაკუთრებულად მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს საქართველოში შეძენილ ან საქართველოდან გამოგზავნილ სუნელებში. ჩამონათვალშია: ყვითელი ყვავილი, სვანური მარილი, ხმელი სუნელი, მწარე წიწაკა, უცხო სუნელი, მშრალი აჯიკა, საცივის სუნელი.

 

 

დღის ამბები