17 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
7 ათეული წელი ე.წ. საზღვრის გავლებიდან - სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება

საერთო ტრადიციები, ერთი ხალხით თუმცა ორად გახლეჩილი ქვეყანა - სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის, ე.წ. საზღვრის გავლებიდან, 7 ათეული წელი გავიდა.

მას შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა კომუნიზმის და დიქტატურის რეჟიმში ჩაეფლო. ჩრდილოეთ კორეადან თავის დაღწევა მხოლოდ 30 000-მა ადამიანმა მოახერხა. ქვეყნის ორ ნაწილს შორის კონტაქტი დღეს არ არსებობს.

სამხრეთ კორეა კი განვითარების გზას დადგა და ეს ძალიან მოკლე დროშიც მოახერხა, რომელიც წარმატების სიმბოლოდაც იქცა.

სამხრეთ კორეაში ტურისტები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩადიან. ადგილობრივი მცხოვრებლები მცდელობას არ აკლებენ, რომ კულტურული ღირსშესანიშნაობები თუ ტექნოლოგიური მიღწევები სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოაჩინონ.

სამხრეთ კორეის თითქმის ყველა მოსახლის სურვილი ერთია - ორად გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანება. 

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები