17 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
სადავო მიწა აბანოთუბანში და საქმე, რომლის უკანაც შესაძლოა ოთარ ფარცხალაძის სახელი ფიგურირებდეს

სადავო მიწა აბანოთუბანში - ჰეიდარ ალიევის ძეგლის უკან მდებარე 130 კვადრატული მეტრი ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციული ზონა 1-ია, 2009 წლიდან „შპს ნარიყალას“ საკუთრებაშია.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ შპს-ს ტერიტორია უკანონოდ მიაკუთვნეს და თბილისის საკრებულო ვალდებულია საკითხის განხილვას მიუბრუნდეს.

იურისტები ფიქრობენ, რომ ეს ის ტერიტორიაა, რომლის პრივატიზება აკრძალულია, თუმცა, დედაქალაქის მთავრობა, ამ უკანონო ფაქტის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს და არსებობს ეჭვი, რომ შპს-ს უკან გავლენიანი ადამიანები დგანან.

ანონიმური წყაროების მიხედვით, „შპს ნარიყალა“ ყოფილ მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელს უკავშირდება. კომპანიის დირექტორი, ნოდარ ტოტოღაშვილი არ უარყოფს, რომ ოთარ ფარცხალაძეს იცნობს, თუმცა აცხადებს, რომ ის ფაქტი, რომ „შპს ნარიყალამ“ აბანოთუბანში 545 კვადრატულ მეტრი მიწა მერიის ნებართვით ერთი წერილისა და 15-ჯერ უფრო ნაკლებ ფასად შეიძინა, ყოფილ მთავარ პროკურორს არ უკავშირდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ „შპს ნარიყალას“ დირექტორი და დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები