23 დეკემბერი 2024,   02:18
ვრცლად
ფოთის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრემ თვითმკვლელობა სცადა

ფოთის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრემ თვითმკვლელობა სცადა. ახალგაზრდა ქალმა ვენები გადაიჭრა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ცნობილი გახდა, რომ მოვაჭრეებს ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ.

დილის 7:00 საათზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრში მდებარე 150 ობიექტიდან 70-მდე დაიწვა. მოვაჭრეთა ნაწილმა პროდუქციის გადარჩენა საკუთარი ძალებით მოახერხა.  რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, უცნობია. მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ფოთის ბაზარი განგებ დაწვეს. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ელექტროენერგია საღამოობით ითიშება და მათი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენები ვერ გახდებოდა.

მოვაჭრეების მსგავსად, კითხვები აქვს ფოთის მერს და გამოძიების დროულად ჩატარებას მოითხოვს. რა ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს, ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური კომისია მუშაობას დღის ბოლომდე დაიწყებს.

ფოთის ბაზარში ცეცხლს 5 სახანძრო ბრიგადა აქრობდა, თუმცა ძლიერი ხანძრის გამო ადგილზე სენაკიდან, ხობიდან და ზუგდიდიდან დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერის ლიკვიდაცია უკვე მოხერხდა, თუმცა ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე კერა მაინც რჩება.

მომხდარზე გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

ავტორი:სოფო ჭულუხაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები