17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
აუცილებელია, რომ ნებისმიერი ჩვენგანი იყოს დამოუკიდებელი - ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებისა და სასამართლოს კავშირებზე საუბრობს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის თაობაზე, რაიმე სახის ეჭვი არსებობს, ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

საუბარია „კურიერის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფოტოებზე, რომლებიც ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული მათზე ვანო ზარდიაშვილის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის არაფორმალური შეხვედრაა აღბეჭდილი.   

„აუცილებელი არის, რომ ნებისმიერი მათგანი და მათ შორის მეც და ნებისმიერი სხვა ადამიანი აუცილებლად ვიყოთ დამოუკიდებლები. მე პირადად ვარ და აუცილებლად შევინარჩუნებ ამ მდგომარეობას, ვინაიდან, არ შეიძლება და დაუშვებელია. ჩვენ ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და თავისუფალი უნდა ვიყოთ ზეგავლენისგან,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თავად ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს წარმომადგენლებს ნამდვილად კარგად იცნობს, კერძოდ, მიხეილ ჩინჩალაძე მისი მეგობარია და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები