17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
„ფიდეს“ უფლებამოსილება შეჩერებული პრეზიდენტის თბილისში ვიზიტთან კავშირს ქართული მხარე უარყოფს

„ფიდეს“ უფლებამოსილება შეჩერებული პრეზიდენტის, კირსან ილუმჟინოვის თბილისში ვიზიტის შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. ქართული მხარე რაიმე სახის მოლაპარაკებებს მასთან უარყოფს და ჭადრაკის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი, ზურაბ აზმაიფარაშვილი არ გამორიცხავს, რომ ილუმჟინოვის თბილისში ჩამოსვლა პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს.

„მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ილუმჟინოვის ასეთი თვითნებური ვიზიტი საქართველოში პროვოკაციული ხასიათის არის, თუმცა, შესაძლებელია, რომ ის არის ჩვეულებრივი ტურისტი, მარგამ ამ შემთხვევაში, ალბათ, სოციალურ მედიაში ად უნდა დაწეროს, რომ ეს არის სამუშაო ვიზიტი,“ - განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე კი აცხადებს, რომ როდესაც „ფიდეს“ ყოფილი პრეზიდენტი საჭადრაკო საკითხებთან დაკავშირებით ჩამოდიოდა საქართველოში, ფედერაციას ამის შესახებ წინასწარ ატყობინებდნენ.

„რადგან ეს საკითხი არ მომხდარა, არ შეთანხმებულა ჩვენთან ერთად, მე ვფიქრობ, რომ ეს პირადი ინტერესებია,“ - განაცხადა გია გიორგაძემ.

ავტორი: დავით ერაძე.

დღის ამბები