17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
„ფიდეს“ უფლებამოსილება შეჩერებული პრეზიდენტი აცხადებს, რომ თბილისში თავის ბიზნესპარტნიორებს შეხვდა

„ფიდეს“ უფლებამოსილება შეჩერებული პრეზიდენტი, კირსან ილუმჟინოვი აცხადებს, რომ თბილისში საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე იმყოფებოდა და უახლოეს მომავალში ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრას კვლავ გეგმავს. ის გამორიცხავს, რომ მისი ვიზიტი ჭადრაკს უკავშირდება.

ილუმჟინოვი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არ ყოფილა, მას რუსეთის მხრიდან საზღვარი არ გადაუკვეთავს და კანონი არ დაურღვევია.

„მე კანონი არ დამირღვევია, რადგან არასდროს ვყოფილვარ არც აფხაზეთში და არც სამხერეთ ოსეთში. ეს შავი PR-ია ჩემს წინააღმდეგ. ამ პოლიტიკურ თამაშებში არასდროს ჩავერევი. გიდასტურებთ, რომ თბილისში ნამდვილად ვიყავი ჩემი ქართველი ბიზნესპარტნიორების მოწვევით და ვადასტურებ იმასაც, რომ უახლოეს 1 კვირაში ისევ დავბრუნდები საკუთარი ბიზნესპროექტით, რომლის პრეზენტაციაც მექნება, დარწმუნებული ვარ ეს პროეტქი თქვენც მოგეწონებათ,” - აცხადებს კირსან ილუმჟინოვი.

ავტორი: დავით ერაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები