17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
„როდესაც ჩვენ გვესმის იარაღის ჟღარუნი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი პასუხი არის დემოკრატიის განმტკიცება,“ - არჩილ თალაკვაძე

„ეს არ არის საპარლამენტო მივლინება,“ - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი არ არის საპარალამენტო ვიზიტი და უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მათ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

„ეს არ არის საპარლამენტო მივლინება და პატრიოტთა ალიანსიც არ არის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც "ქართულ ოცნებას" უთანხმებს თავის ვიზიტებს. რუსეთთან მიმართებაში ჩვენ ვაგრძელებთ პრაგმატულ, საგარეო პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება საქართველოში მშვიდობა, განვითარების შესაძლებლობა და არანაირ დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. როდესაც ჩვენ გვესმის იარაღის ჟღარუნი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი პასუხი არის დემოკრატიის განმტკიცება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები