17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ლტოლვილის სტატუსზე უარი არ ნიშნავს, რომ მოხდება მისი ექსტრადაცია - არჩილ თალაკვაძე მუსტაფა ემრე ჩაბუქზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობა დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის სავარაუდო ექსტადირებასა და მისთვის ლტოლვილის სტატუსის ჩამორთმევას აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე, აღნიშნავს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ ლტოლვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის განხილვა პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ლტოლვილის სტატუსის არმინიჭება, ექსტრადირებასთან პირდაპირ კავშირში არ არის და შესაძლოა, არც მოხდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემა.

„ის, რომ ლტოლვილის სტატუსზე მას ეთქვა უარი, არ ნიშნავს, ნამდვილად, რომ მოხდება მისი გადაცემა სხვა სახელმწიფოსთვის. რაც შეეხება ოჯახს, ოჯახს აქვს საქართველოში ცხოვრების უფლება კიდევ 4-5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მათ მიმართ ასევე რაიმე მოთხოვნა თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის წევრებზე არ არსებობს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერს და მის ოჯახს რამდენიმე დღის წინ დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა. უწყებამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში არაადამიანური მოპყრობის საფრთხე არ ემუქრება, რასაც, უწყების განცხადებით, ბოლო დროს თურქეთის ციხეებში ჩატარებული საერთაშორისო მონიტორინგიც ცხადყოფს.

დემირელის კოლეჯის მენეჯერს თურქული მხარე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს. დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე ერთი თვეა, წინა საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. ქართულმა მხარემ ის თურქული მხარის მოთხოვნით დააკავა. 

 
დღის ამბები