17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ოჯახი პრეზიდენტს დახმარებისთვის მიმართავს

კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ოჯახი პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს. უკვე ერთი კვირაა ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე კორტების სპეცოპერაციაზე გამოტანილი განაჩენის შესწავლის მოთხოვნით შიმშილობენ.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ მასთან დასაკითხად მისულმა პროკურორმა მისი უფლებები დაარღვია. მსჯავრდებული ამბობს, რომ გონება დაკარგა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მას ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენეს.

ირაკლი ფირცხალავა, ციანიდის საქმის მთავარ მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების საქმეზე უნდა დაეკითხათ. კრიმინალური პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რამდენიმე კვირის წინ მედიას წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტი-პროვოკატორია.

პროკურორი, ვისაც ირაკლი ფირცხალავა მატროსოვის ციხეში უნდა დაეკითხა ამბობს, რომ მსჯავრდებული ცრუობს და მისი თქმით, მსჯავრდებულმა პროცესი განგებ ჩაშალა.

ომბუდსმენმა ციხის ადმინისტრაციიდან საკნისა და დასაკითხი ოთახის ვიდეოჩანაწერები გამოითხოვა.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ითხოვენ, რომ მათი საქმის განაჩენის ობიექტურობა შეისწავლონ, რადგან მოსამართლემ ცრუ მოწმეებისა და იმ შვიდი სპეცრაზმელის ჩვენებას დაეყრდნო, რომლებიც ოფიციალურ დაკითხვამდე ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ოჯახმა დახმარებისთვის დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

დღის ამბები