17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ლტოლვილთა სამინისტროს ორი საერთაშორისო დოკუმენტის აზრის დამახინჯებაში ადანაშაულებს

ემრე ჩაბუქის ადვოკატმა დღეს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო ორი საერთაშორისო დოკუმენტის აზრის დამახინჯებაში დაადანაშაულა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის მოხსენება ლტოლვილთა სამინიტროს საკუთარ დასკვნაში იმის არგუმენტად მოჰყავს, რომ თუქეთის ციხეში ექსტრადირების შემთხევაში ჩაბუქს არაადამიანური წამება არ ელის. სოსო ბარათაშვილი განმარტავს, რომ სინამდვილეში ორივე დოკუმნეტი საწინააღმდეგოს ამტკიცებს და ამის დასტურად „Amnesty International“-ის წერილი მოჰყავს, რომლიც ამ დოკუმენტებს სხვაგვარად განმარტავს და მათზე დაყრდნობით საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს არ გადასცეს ჩაბუქი თურქულ მხარეს.

ჩაბუქის დაცვის მხარე პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და საერთშორისო ორგანიზაციებს საგანგებო მიმართვას უგზავნის, რომ ჩაბუქს და მის ოჯახს ექსტრადირების შემთხევაში საფრთხე ელის. ოჯახი ბრძოლას სასამართლოში განაგრძობს. არაადამიანური მოპყრობის საფრთხეზე დღეს ჩაბუქის მეუღლეც საუბრობდა, რომელსაც მუქარის წერილები სოციალურ ქსელში ამ დრომდე მოსდის.

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვას ექსტრადირება. საგანგებო პრესკონფერენციაზე დღეს იმ 3 ათას 900 წერილის ასლიც წარმოადგინეს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩაბუქის მხარდასაჭერად მიიღო.

დღის ამბები