22 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
არაფორმალური შეხვედრა უმრავლესობის დეპუტატსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, იუსტიციის საბჭოს სხდომამდე 1 დღით ადრე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი და პირველი ხმაური გიორგი მიქაუტაძის გარშემო. „კურიერმა“ ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ფოტო მოიპოვა, სადაც ლევან მურუსიძის შემცვლელი, გიორგი მიქაუტაძე უმრავლესობის დეპუტატ, ვანო ზარდიაშვილსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძესთან არის აღბეჭდილი.

ერთ-საათიანი საუბარი მთაწმინდაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის წინ შედგა. სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში „ქართული ოცნების“ დეპუტატის გავლენებზე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საუბრობდა. კვლევაში, რომელიც გავლენიანმა ქართულმა არასამთავრობოებმა გამოაქვეყნეს, დეტალურად იყო აღწერილი, თუ რა სქემით ახდენდა გავლენას დეპუტატი ზარდიაშვილი მოსამართლეებზე.

„რუსთავი 2“-ს ინფორმირებულმა წყარომ კიდევ ერთი ფოტო მიაწოდა, სადაც საბჭოს ახალი მდივანი, ამჯერად, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან და მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილთან, ერთადაა გადაღებული. დღეს ამ თემაზე თავად გიორგი მიქაუტაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ვანო ზარდიაშვილს სასამართლოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ ადანაშაულებს. ანა ნაცვლიშვილი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ საუბრობს.

ეს არ არის პირველი ხმაურიანი განცხადება, როდესაც სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში დეპუტატ, ვანო ზარდიაშვილის გავლენაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები ფიქრობენ, რომ ზარდიაშვილი გავლენებს ინარჩუნებს და ამჯერად ე.წ. კლანურ დაჯგუფებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანიც შეემატა.

ამავე თემაზე
დღის ამბები