03 ივნისი 2024,   00:20
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ 5 რელიგიური გაერთიანების სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ 5 რელიგიური გაერთიანების სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსარჩელე მოითხოვს, ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მოქმედი კანონის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაზეა შესაძლებელი, რაც არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” იურისტი, შოთა თუთბერიძე აღნიშნავს, რომ არსებული კანონის მიხედვით, სახელმწიფოს ნების არსებობის მიუხედავად, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ გაერთიანებას ქონებას ვერ გადაეცემა.  

„საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, რომ ჰქონდეს და გადაწყვეტილება, რომ არსებობდეს იმის შესახებ, რომ რელიგიურ გაერთიანებას გადასცეს რაიმე ქონება უსასყიდლოდ, ამის შესაძლებლობას სახელმწიფო მოკლებულია სწორედ იმის გამო, რომ კანონში არსებობს პირდაპირი გამონაკლისი, რომ მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას შეიძლება, მსგავსი უფლება ჰქონდეს და მსგავსი სახით ქონება გადაცეს. აქედან გამომდინარე, გვგონია, რომ წარმოადგენს ეს შემთხვევა დისკრიმინაციის ტიპურ ნიმუშს და კლასიკურ ნიმუშს, რელიგიური ნიშნით,“ - აცხადებს შოთა თუთბერიძე. 

დღის ამბები