17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა პრეზიდენტის ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს. კობახიძე აპირებს, რომ კომპრომისის ძიება მხოლო ოპოზიციურ პარტიებთან გააგრძელოს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე კობახიძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კონსტიტუციის უკან გაწვევას ითხოვს.

მმართველი გუნდი არც საარჩევნო სისტემას ცვლის, რადგან ამ შემთხვევაში, პრობლემები თავად "ქართული ოცნების" ერთიანობას შეექმნება.

პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან დღეს კიდევ ვერ გაიგეს, რას სთავაზობს მმართველი გუნდი ოპონენტებს და აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ რაიმეს დათმობას.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციების შემდგომ ეტაპს რამდენიმე დღეში გამართავს. მოგვიანებით კი, მოლაპარაკებები პრემიერთან შეგდება.

დღის ამბები