17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"სამეფო უბნის თეატრი" მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

„სამეფო უბნის თეატრში“ ფესტივალი „Youth for Classics in the Caucasus“ პირველად გაიმართება. ფესტივალი 9 ივლისს კლასიკური მუსიკის კონცერტით გაიხსნება, რომელსაც გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი უვე ბერკემერი უხელმძღვანელებს.

სწორედ ამ დღისთვის ქალაქ იბენბიურენის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ჩამოდის საქართველოში და თბილისში კავკასიის კამერულ ორკესტრს შეუერთდება.

ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა ტალანტები გერმანიასა და საქართველოდან, შეასრულებენ სხვადასხვა ნაწარმოებებს.

კონცერტების სერია, რომელიც სამეფო უბნის თეატრში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს კლასიკურ მუსიკას, კინომუსიკას და ასევე, „ლაშარელას“ ფოლკლორულ საღამოს, გიორგი უშიკიშვილის ხელმძღვანელობით.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონცერტების შემდეგ 12 ივლისს კი, ორკესტრი ბათუმში ვორქშოფის ჩასატარებლად გაემგზავრება.

დღის ამბები