17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მე გადავწყვიტე, რომ ვიყო მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი - ალეკო ელისაშვილი

„მე მიმაჩნია, რომ ისე იქნება, როგორც გადაწყვეტს ხალხი,“ - ეს განცხადება არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საინიციატივო ჯგუფის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, გუდიაშვილის სკვერში, მისი კანდიდატად ოფიციალური წარდგენის დროს გააკეთა.  

„ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ამ მოედანზე, იმ მოედანზე, რომელზეც წლების განმავლობაში ვიბრძოდი, რომლის გადარჩენისთვისაც ვიბრძოდი, როდესაც იყო საშიში, მოძალადე ხელისუფლება. მაშინ ყველა გვეუბნებოდა, რომ საშიშია, დაგიჭერენ, არ გამოგივათ, აზრი არა აქვს, მაგრამ ჩვენ ფეხი არ მოვიცვალეთ და როგორც ჩანს და როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სიჯიუტე გადამდები იყო და ამ მოედანზე დაიწყო მოძრაობა ამ მოედნის და თბილისის გადასარჩენად.

"ჩვენ მაშინ გამოვგლიჯეთ ხელიდან იმ ხელისუფლებას, რომლისაც გვეშინოდა და გადავეცით იმ ხელისუფლებას, რომ მოდით, მიხედეთ და გვითხრეს, მივხედავთო. ამ ადგილას რამდენიმე წლის წინ დადეს პირობა საჯაროდ, რომ მოუვლიდნენ ამ მოედანს და ეს იქნებოდა სივრცე, რომლითაც თთოეული ჩვენგანი ვიამაყებდით და რომლითაც მსოფლიოს წინაშე მოვიწონებდით თავს, მაგრამ ახლა მიმოიხედეთ და ნახეთ, რა უპატრონოდ არის ეს მოედანი მიგდებული,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მან აღნიშნა, რომ მერიამ გუდიაშვილის მოედანზე მხოლოდ რამდენიმე დღის წინა დაიწყო სამუშაოების ჩატარება, რადგან თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება.

„ეს სირცხვილია, ეს არის რეალური სახე ამ ხელისუფლების, გადაუჭარბებლად. არადა, ეს მოედანი ჩემთვის და, ალბათ, ყველასთვის არის საქართველო, ეს მოედანი არის თბილისი და ეს მოედანი ვართ თითოეული თბილისელი მოქალაქე, რომლის დარდი და პრობლემები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ და მოცვივდებიან და იწყებენ ფაცურს. არადა, შეიძლება, საოცარი იყოს ეს მოედანი. ამიტომაც და ბევრი მიზეზის გამო, მე გადავწყვიტე, რომ ვიყო მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

მისი აზრით, ადამიანები, რომლებმაც თბილისს უამრავი პრობლემა შეუქმნეს, დღეს ამბობენ, რომ ამ პრობლემებს მოაგვარებენ.

 „მე ფუჭი და ტყუილი დაპირებებისგან ვარ თავისუფალი. მე არასდროს დავპირებივარ თბილისელებს, რომ თბილისი იქნებოდა სიღარიბის გარეშე, რომ ჩვენთან განახევრებული იქნებოდა გაზი და დენი. ღმერთმა დამიფაროს მე ამ ყველაფრისგან. ამ ფუჭი ტყუილი დაპირებებისგან ვარ თავისუფალი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

დღის ამბები