23 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
რა შეცდომები დაუშვით, ბატონო მიშა, თქვენი პრეზიდენტობის დროს? - ხალხის შეკითხვები მიხეილ სააკაშვილს

„დაგვიბრუნდებით თუ არა საქართველოში?“ - ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, არჩევანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობამ დაუსვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეკითხვებს ძირითადად, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ქვეყენაში არსებული მდგომარეობის თუ პრობლემებისა და ყოფილი პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე უსვამს. გამოკითხულთა ნაწილი მიხეილ სააკაშვილს საკუთარ შეცდომებზე საუბარს სთხოვს.

„რა შეცდომები დაუშვით, ბატონო მიშა, თქვენი პრეზიდენტობის დროს?“ - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

მიხეილ სააკაშვილზე მოსახლეობის ნაწილის განაწყენებულია, რადგან მან საქართველო დატოვა და უკრაინაში წავიდა. გამოკითხულთა მნიშვნელოვან ნაწილს კი აინტერესებს, თუ რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი მომავალში და როდის დაბრუნდება ის საქართველოში. 

დღის ამბები