17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
პატარა ბიჭივით იყო ატუზული მაგიდის გვერდით - მიხეილ სააკაშვილი გიორგი კვირიკაშვილის თეთრ სახლში ვიზიტზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევანის ეთერში რუსეთის ოკუპაციასა და სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა აშშ-ის აქტიურობამ შეაჩერა.

„ჩვენ მოვახდინეთ მაშინ სასწაული და, რა თქმა უნდა, ეს მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მობილიზაციის პირობებში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები მოიხმო მაგალითად, როდესაც მნიშვნელოვან გამოსვლებში დონალდ ტრამპი საქართველოს არ ახსენებს. მან ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის დონზე საქართველოს პრობლემატიკის დასმა ვერ მოახერხეს. მან ასევე ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი "სწორედ პატარა ბიჭივით იყო ატუზული მაგიდის გვერდით, სადღაც. ატუზული ასე პატრა ბიჭივით და ამერიკის პრეზიდენტი ელაპარაკებოდა და ეს უხაროდათ, რომ ერთი წუთით დაიყენა მაგიდის გვერდზე სურათის გადასაღებად,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები