17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
დარბოდა საერთაშორისო სასამართლოში და სთხოვდა, იქნებ, გაამტყუნოთ ქართული მხარეო - მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების მიერ რუსეთის მხრიდან პროვაკაციების თავიდან აცილების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს.

არჩევანის ეთერში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედუუნარობა მოსახლეობის განწყობებზეც აისახება.

„თუ ლიდერები არიან კაპიტულანტურები, თუ ლიდერებს თვითონ არაფრის თავი არა აქვთ, რა თქმა უნდა, ხალხს ვერ მოსთხოვთ იმას, რომ თავის ლიდერებს თავზე გადაახტეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი იუსიტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სასამართლოში თეა წულუკიანი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდა. 

„ეს არის მთავრობა და ამაში დასამალი არაფერი არ არის, რომლის მინისტრი დარბოდა საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში და სთხოვდა, იქნებ, როგორმე გაამტყუნო ქართული მხარე, იქნებ როგორმე საქმე აღძრათ სააკაშვილზე, იქნებ ჩვენ დაგვადანაშაულოთ ომის დაწყებაშიო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ივანიშვილის დამსახურებაა. ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების მიზანი არა სამართლიანი გამოძიება, არამედ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის გამოკვეთა წარმოადგენდა. 

დღის ამბები