17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
2008 წელს ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა - მიხეილ სააკაშვილი

„რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა კოსოვოს შემდეგ საქართველოში შემოჭრა,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში 2008 წლის ომზე საუბრისას გააკეთა.

მან პარალელი უკრაინაში ყირიმის ოკუპაციასთან გაავლო. მისი თქმით, უკრაინა ყირიმსა და დონბასში პროვოკაციაზე არ წამოეგო, მარგამ ეს ტერიტორიები მაინც ოკუპირებულია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ოკუპაცია.

„მე გამაფრთხილა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, რომ მომზადებულია გეგმა საქართველოში შეჭრის. ჩვენ ეს ვიცოდით, მე ვაფრთხილებდი ამის შესახებ ამერიკასაც და სხვებსაც.

„სცენარი იყო საქართველოს და თბილისი აღების და ჩვენ ეს სცენარი გავაჩერეთ. მე მიმაჩნია, რომ საკმაოდ დაგვიანებული იმიტომ, რომ ჩვენც ვუწევდით ანგარიშს საერთაშორისო კონიუქტურას. ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები