17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
არჩევნები დიდი გაჭირვებით, ძლივს მოვიგეთ - მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის არჩევნებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 2008 წლის არჩევნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხმების გაყალბება არ მომხდარა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ 2007 წელს რუსეთს ჰქონდა გადატრიალების მცდელობა და მისმა ხელისუფლებამ ეს მცდელობა ჩაშალა. 

„მაშინ არჩევნები კი არ გაყალბდა, არჩევნები დიდი გაჭირვებით, ძლივს მოვიგეთ. რა გაყალბდა, "გრეჩიხამ" მოგვიგო მაშინ თუ პატარკაციშვილმა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, 2012 წელს მაშინდელ ხელისუფლებას ივანიშვილის განეიტრალება შეეძლოთ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი რუსეთისგან იღებდა დაფინანსებას და რუსული პროპაგანდის მანქანები მასზე მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის არჩევნებს რუსეთის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციად აფასებს.

დღის ამბები