17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
2012-ში, როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული ხარვეზები აღმოჩნდა ჩვენს სამართალდამცავ სისტემაში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ 2007 წლის არჩევნებზეც და 2012-შიც საზოგადოებას არჩევნების თავისუფლება მისცეს.

ამის შესახებ მან გადცემა არჩევანში ისაუბრა. 

„2012-ში, როგორც ჩანს, ძალიან  სერიოზული ხარვეზები აღმოჩნდა ჩვენს სამართალდამცავ სისტემაში, ჩვენს სამსახურებში. მე ვფიქრობ, ზოგიერთი დაიღალა, ზოგიერთი გაიყიდა, კიდევაც რომ ვთქვათ, ზოგიერთმა ხელები ჩამოუშვა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, სწორედ ამ ფაქტებმა განაპირობა 2012 წლის არჩევნების შედეგი. 

დღის ამბები