17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მე არ ვაპირებდი პრემიერმინისტრობას - მიხეილ სააკაშვილი მის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე

„პრეზიდენტი ზის სასახლეში და შეუძლია ორდენებით და მედლებით დაჯილდოება ხალხის და შეწყალების უფლებასაც, პრაქტიკულად ვერ იყენებს,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება მისი დამსახურება არ არის და მას პრემიერმინისტრობა არც სურდა.

„მე არ ვაპირებდი პრემიერმინისტრობას, ამის შესახებ ვიტყოდი კიდევაც, არ დამჭირდებოდა კუდის ქიცინი აქეთ-იქით. ვთქვით, რომ მერაბიშვილი იყო კანდიდატი მაშინ პრემიერმინისტრობის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ძალიან დიდი ძალა და საკმარისი ბერკეტები აქვს.

„მისი მთავარი ძალა არ ის ხალხი და საბოლოო ჯამში, მისი დაცვაც არის ხალხი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები