17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
მმართველი გუნდისთვის მთავარია, ხალხს ყურადღება გადაატანინონ ათასგვარ სხვა თემაზე - მიხეილ სააკაშვილი

„შევარდნაძის დროს ქვეყნის მთავარი თემა იყო იეღოველები,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების შესახებ ჩანაწერის თაობაზე საუბრისას გააკეთა.

ის აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, აზრით, საქართველო პატარა სოფელია, რომელსაც სახელმწიფოს მსგავსი პოლიტიკის გატარების უფლება არა აქვს. სააკაშილის აზრით, მამრთველი გუნდის მთავარი მიზანი ხალხის ყურადღების უმნიშვნელო საკითხებზე გადაატანაა.

„მათთვის მთავარია, ყურადღება გადაატანინონ ათასგვარ სხვა თემაზე, გარდა იმისა, რომ ხალხმა იფიქროს მთავარ რაღაცეებზე.

"მოდით, ვილაპარაკოთ კონსტიტუციაში ოჯახის ჩანაწერზე, მოდით, ვილაპარაკოთ უცხოელების წინააღმდეგ ქართულ მარშზე... ეს არის და ეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები