17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ დაიწყო უკან გადახვევა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საერთაშორისო მონაცემებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ მშპ-ის კუთხით საქართველომ უკან დაიხია. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. 

„ჩვენ ვალს რომ ვიღებდით, ეგრევე ვდებდით ეკონომიკაში, ეკონომიკა იზრდებოდა და ამიტომ ვალის წილის საერთო განვითარებაში იყო ნაკლები. ესენი იღებენ და ჭამენ ვალს და რატომ ჭამენ? იმიტომ, რომ ყველგან ნათესავები და ახლობლები დანიშნეს და ვისზეც ნაწილდება ეს შეჭმა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.

მან ასევე მსოფლიო ბანკის მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი გაზრდილია. მისი განცხადებით, პენსია და ხელფასი შემცირდა და ფასები საკმაოდ გაიზარდა.

„მოკლედ საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ დაიწყო გადახვევა უკან. თავიდანვე გაფრთხილებდით, რომ დაგვაპაუზეს, მაგრამ დაპაუზება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, წავიდა გადახვევა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ბევრი პროექტი შეაჩერეს. 

დღის ამბები