17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
წელიწადნახევარში 150 საავადმყოფო შენდებოდა, ვეღარ ვასწრებდი საავადმყოფოების გახსნას - მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე თამამი ჯანდაცვის რეფორმა აღმოსავლეთ ევროპაში,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მის თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემით კმაყოფილია, რადგან ამ სისტემის საფუძველი ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა.

„წელიწადნახევარში 150 საავადმყოფო შენდებოდა, ვეღარ ვასწრებდი საავადმყოფოების გახსნას. ექსკურსიებზე უნდა ატარო ხალხი უკრაინაში და აჩვენო უკრაინული საავადმყოფოები როგორ გამოიყურება, გული შეგიწუხდებათ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს სისტემას პრობლემები აქვს, რადგან ხელისუფლებამ მართვა არ იცის და დაზღვევის საკითხი არასწორად აქვს დარეგულირებული.

დღის ამბები