17 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
თბილისი გადაიქცა ქალაქად, რომელშიც შეუძლებელია ცხოვრება - მიხეილ სააკაშვილი

„თბილისი გადაიქცა ქალაქად, რომელშიც აღარ არის შესაძლებელი ცხოვრება,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების, ჰაერის დაბინძურების და ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, საშინელი პრობლემებია.

„რაც გავაკეთეთ, აღვადგინეთ, ინერციით გაგრძელდა, მარჯანიშვილის და სხვა. ხოლო რიყეზე შენობა შევიდა მსოფლიო არქიტექტურის საგანძურში. ივანიშვილს არ მოსდის თვალში იმიტომ, რომ უფრო ლამაზი შენობა აღმოჩნდა, ვიდრე მისი რაღაც კონსერვის ქილა. მან დააკონსერვა რიყეზე ეს შენობა და ახლა იქ არის ბაყაყების ბუდე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები