17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
მერად აყრევინებენ კენჭს ადამიანს, რომელსაც მგონი, საშუალო სკოლა არა აქვს დამთავრებული - სააკაშვილი კახი კალაძეზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არჩევანის ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებზე საუბრობს.

ის კახი კალაძის მერობის კანდიდატურას აფასებს და აღნიშნავს, რომ თბილისში შეუფერებელი ადამიანს სვამენ მერად.

„ჩვენ გვახვევენ თავზე იმას, რომ, პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს აქვს სკოლა დამთავრებული, არა აქვს სკოლა დამთავრებული, აქვს განათლება, არა აქვს განათლება მიღებული, შეუძლია, აქვს ინტელექტი, აქვს ერთი ნაოჭი მაინც ტვინში, თუ არა აქვს, მთავარია, რომ ბატონის კართან იყოს მიღებული,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

 

დღის ამბები