„მართლა ეტყობა ადამიანს განათლება და კულტურა,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატზე, ზალიკო უდუმაშვილზე, საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ზალიკო უდუმაშვილი კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შეარჩიეს და მან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
„არ ეშლება სიტყვა-პასუხი და პოლიტიკაში სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს და მესამე, რა თქმა უნდა, მის უკან დგას უზარმაზარი ინსტიტუციური გამოცდილება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ის აცხადებს, რომ ზალიკო უდუმაშვილს მთელ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.