17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
ქოცები პირდაპირ თუთიყუშებივით იმეორებენ რუსების ნათქვამს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევანის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ექსტრადაცია არ მოხდება.

„რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას, ეს ფანტაზიის სფეროდან არის. ამის თავი რომ ჰქონდეთ ამათ, ბევრად უკეთეს ფორმაში იქნებოდნენ. არც პოლიტიკური რესურსი არ აქვთ ამის და მითუმეტეს მე ამის არ მეშინია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდა მის წინააღმდეგ მუშაობს და ბევრი ტყუილი მოიგონეს.

„ქოცები პირდაპირ თუთიყუშებივით იმეორებენ რუსების ნათქვამს... პუტინმა თქვა ერთხელ, მათმა სულიერმა მამამ და თუთიყუშივით იმეორებენ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განაცხადებით, მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით მიდის საქმე. 

დღის ამბები