17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
აღძრეს საქმე იუშენკოს გამასპინძლებაზე და ტრამპი რატომ არ არის საქმის მასალებში, გეშინიათ?! - მიხეილ სააკაშვილი

„აღძრეს საქმე იუშენკოს აბანოში მომსახურებასა და მის გამასპინძლებაზე, დონალდ ტრამპი რატომ არ არის საქმის მასალებში?!“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე საუბრისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი თქმით, ქართულ ოცნებას  ანალოგიური საქმის აღძვრა საქართველოში აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გამასპინძლების თაობაზეც შეეძლო, მაგრამ ეშინია.

„გეშინიათ? ტრამპზე სჯობს, არ ვილაპარაკოთ? აბა იუშენკომ რა დააშავა? დონალდ ტრამპსაც ასევე გავუმასპინძლდით. აბანოში არ გვყოლია, მაგრამ ვაჭამეთ, ვასვით, რაც ჩემი ხელფასიდან არ გადამიხდია, სახელმწიფომ დაფარა ისევე, როგორც ფარავენ სტუმრებს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ჯიუტად განაგრძობს მის წინაარმდეგ ამ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური საქმეები რუსი დიპლომატების ვიზიტის დროსაც ხორციელდებოდა 2008 წლის აგვისტომდე.

დღის ამბები