26 დეკემბერი 2024,   17:01
ვრცლად
„პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვს საქართველო-რუსეთი-ნატოს ფორმატს სთავაზობს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოფიციალურ მოსკოვს მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატს სთავაზობს.

საუბარია საქართველო-რუსეთი-ნატო-ს ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება იმ ტიპის მექანიზმები, რაც რუსეთს აგრძნობინებს, რომ საქართველოს ტერიტორიდან მასზე თავდასხმა არ მოხდება.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ამ დრომდე მოსკოვში რჩებიან.  დაგეგმილია თუ არა დღეს ოფიციალური შეხვედრები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

გუშინ რუსეთის სათათბიროში ვლადიმერ პუტინის და "კომუნისტური პარტიის" დეპუტატებთან შეხვედრისას ქართველმა კანონმდებლებმა რუსეთთან ურთიერთობის მთავარ პრობლემად ოკუპაციის კანონი დაასახელეს.

რუს დეპუტატებს ალიანსის წევრებმა პირობა მისცეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა ხელისუფლებამ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის მთავრობასთან, შეიცვალოს კანონი ოკუპაციის შესახებ და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან.

„გადავდგით ეს პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯი, იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმე უნდა კეთდებოდეს და არა მუდმივად პოლიტიკური პიარი. გვინდა შევთავაზოთ მოსკოვს ახალი დიალოგის ფორმატი ეს იქნება საქართველო-რუსეთი-ნატოს სამმხრივი ფორმატი, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს ჩვენს ქვეყანას, რომ უსაფრთხოთ ვიგრძნოთ თავი,“-განაცხადა გიორგი ლომაიამ.

დღის ამბები