17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
"გვემუქრებიან, რომ ჩვენი ადგილი საფლავშია" - მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე

„დემირელის“ კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრები, პროკურატურას მიმართავენ. ოჯახი დაცვის გამოყოფას ითხოვს. ჩაბუქის ადვოკატის განცხადებით, ოჯახს სოციალური ქსელებით, მუდმივად ემუქრებიან, არსებობს ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხეც.

„ჩემი მეუღლის დაკავების შემდეგ მუქარა მუდმივად არის ჩვენზე, თუმცა განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც დაინახეს ქართული მედიისა და საზოგადოების ინტერესი ამ საქმის მიმართ. ერთ-ერთ თურქულ გაზეთში ჩვენი ოჯახი თურქეთის მოღალატედ შერაცხეს. ამიტომ გვემუქრებიან, რომ ჩვენი ადგილი საფლავშია, რომ გამოგზავნიან საქართველოში ჯგუფს, რომელიც ჩვენი ოჯახის ლიკვიდაციით დაკავდება და ასე შემდეგ. ჩვენთვის უცნობია, ვინ არის მუქარის ავტორი, იმის თქმაც გვიჭირს, რომ ამას თურქეთის ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ საფრთხე რეალურია და ვითხოვთ სახელმწიფო დაცვის დანიშვნას,” - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა.

ჩაბუქის ოჯახის წევრები, ადვოკატებთან ერთად, მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდნენ, მათ საქმის პროკურორს დამატებთი მტკიცებულებები გადასცეს იმის შესახებ, რომ საფრთხე რეალურია.

„ჩვენ მიერ წარდგენილი იქნა ნაწილი მტკიცებულებების, რომლებიც უტყუარად ადასტურებს იმ რისკებს, რომლებიც რეალურად დგას, როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ისე მისი ოჯახის წევრების მიმართ და ამიტომაც ვითხოვთ მათთვის დაცვის დანიშვნას,“ - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ.

დღის ამბები