17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები - მესამე სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე საუბრობს

მესამე სექტორი, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ინიციატივით პარლამენტს მიმართვას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უწყებამ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს, ხელმძღვანელი კი დამოუკიდებელი ფიგურა უნდა იყოს, რომელსაც პარლამენტი აირჩევს.

შეხვედრას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„პრობლემები არსებობს ინსტიტუციურ, წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან, ზოგადად ბრძოლასთან დაკავშირებით. შეიძლება სისტემური პრობლემები იყო წარსულში, მაგრამ დღესაც ათეულობით მსგავსი ფაქტია, სადაც გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით, გვაქვს კითხვის ნიშნები,“ - აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

დღის ამბები