17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ვიმედოვნებთ, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დამყარებაში რუსეთი დაგვეხმარება - ადა მარშანია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრის შემდეგ იმედოვნებენ, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კავშირის დამყარებაში დაეხმარება.

„აუცილებლად უნდა ვისაუბროთ როგორც აფხაზებთან, ასევე, ოსებთან და ისიც დავაფიქსირეთ აბსოლუტურად გულახდილად, რომ ვიმედოვნებთ, რომ პირდაპირი დიალოგის დამყარებაში რუსეთის ფედერაცია ჩვენ დაგვეხმარება,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ნატო ჩხეიძე, რომელიც დუმაში შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ რუსი დეპუტატები, კერძოდ, ვლადიმერ პუტინის „ედინაია რასიას“ და „კომუნისტური“ პარტიის წევრები მონდომებული არიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები მოგვარდეს.

„საუბარი იყო გაყინულ კონფლიქტებზე. ყველა მონდომებულია, ყოველ შემთხვევაში, დუმაში მონდომებული არიან ის დეპუტატები, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიძრას ეს საკითხები, სოხუმის, ცხინვალის საკითხები და მოხდეს ურთიერთობა,“ - აცხადებს ნატო ჩხეიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები