17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ახალი ფორმატი საჭიროა, რათა იგრძნოს რუსეთმა, რომ არ ემუქრება საფრთხე საქართველოს მხრიდან - ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისი კოლეგების მიერ რუს დეპუტატებთან დუმაში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მედიამ საკვანძო საკითხებზე ყურადღება არ გაამახვილა.

ირმა ინაშვილის თქმით, ქართველი და რუსი დეპუტატების შეხვედრაზე ახალი, საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა. ის აღნიშნავს, რომ საქართველოში მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი იყო საჭირო და ამის რეალიზების შესაძლებლობა არ იყო.

„ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაიწყება პირდაპირი დიალოგი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. მეორე და ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ამ შეხვედრაზე ახალი ინიციატივა გაჩნდა სრულიად. ეს არის ინიციატივა, შეიქმნას ფორმატი, სრულიად ნოვატორული, ახალი ფორმატი, საქართველო-ნატო-რუსეთი. მოგეხსენებათ, რუსეთისთვის ნატო წარმოადგენს საფრთხეს, ის მუდმივად ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნას ჩემზე თავდასხმისთვის. ამიტომ, რომ მოიხსნას ამ საფრთხეების რისკი, რომ იგრძნოს რუსულმა მხარემ, რომ არ ემუქრება საფრთხე საქართველოს მხრიდან, დაიბადა ახალი ფორმატი,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები