17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძესთან ადვოკატი შევიდა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძესთან ეს წუთია შევიდა ადვოკატი. აბესაძის უფლებადამცველს, ირმა ჭკადუას შესვლის წინ ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მან განაცხადა, რომ დაცვის მხარის პოზიციას მას შემდეგ ჩამოაყალიბებს, როდესაც ის დატოვებს ე.წ. მოდულის შენობას და წინასწარი დაკავების საკანში მოინახულებს ოთარ აბესაძეს.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს.

„ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ არ ვნახავ მანამდე,“ - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, ოთარ აბესაძის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. 

ეს არის ადვოკატის პირველი შეხვედრა ოთარ აბესაძესთან. ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალდებას დაკავებული, რომელიც მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარუდგინა.

აბესაძეს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. მერიის დაკავებული მაღალჩინოსანი, ამ წუთებშიც წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ოთარ აბესაძე, ქრთამის აღების ბრალდებით, გუშინ გვიან ღამით აიყვანეს.

დღის ამბები