17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
"დღეს შევიტყვე, რომ ქუჩაში დამონტაჟებული არცერთი კამერა იმ დღეს არ მუშაობდა“ - აფგან მუხთარლის მეუღლე

აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

ორივე მათგანი, თითქმის 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ აღარ რჩება შანსები, რომ საქმის გამოძიება ბოლომდე მივიდეს. ლეილა მუსტაფაევა დეტალურად აღწერს ერთერთ ვიდეო ჩანაწერს. 

აფგანის შესახებ ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. არსებობს ორი ვიდეო მასალა, რომელშიც ჩემი მეუღლე ჩანს. ერთი ვნახე, მეორე კი ტექნიკური პრობლემების გამო ვერა. პირველ ვიდეო მასალაში ასახულია, როგორ ჯდება ჩემი მეუღლე ავტობუსში, სულ ესაა. მათ ამოღებული აქვთ ჩანაწერები, რომლებიც 6 საათის შემდეგაა გადაღებული. იძიებენ იმ მონაკვეთს, რომლის დროსაც აფგანი ბრუნდებოდა ბარათაშვილიდან სახლში, მარგამ არ იძიებენ, როდესაც აფგანი სახლიდან გავიდა ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. მე ვუთხარი, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა დაენახათ, მიმდინარეობდა თუ არა ჩემი მეუღლის თვალთვალი ბარათაშვილისკენ, როდესაც მიდიოდა და არა პირიქით. მათ მითხრეს, რომ 6 საათის შემდეგ გადაღებული ყველა ჩანაწერი შეამოწმეს. აფგანი სახლიდან 5 საათისთვის გავიდა და 6-ის ნახევარზე გადაღებული ჩანაწერების ნახვა იყო საჭირო, მაგრამ ეს არ გააკეთეს. დღეს შევიტყვე, რომ ქუჩაში დამონტაჟებული არცერთი კამერა იმ დღეს არ მუშაობდა,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილიც ამბობს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, საქმის გახსნის იმედი არ აქვს. 

„უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ვიდეო კამერები, რომლებზეც შესაძლოა ასახული იყოს გამტაცებლების გადაადგილება და ეს ვიდეო კამერები, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის ქვეშ, ფაქტობრივად, არცერთი ვიდეო კამერა არ მუშაობდა, არც ერთი ვიდეო ჩანაწერი არ არის. არც გატაცების მარშუტის ტერიტორიაზე, ანუ აეროპორტის გზატკეცილის მიმართულებით და არც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დღის ამბები