17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ადვოკატს, აღიარებს თუ არა ოთარ აბესაძე ბრალს, პასუხი ჯერჯერობით არ აქვს

კორუფციის ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. ირმა ჭკადუამ ე.წ. მოდულის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. 

ჭკადუას განცხადებით, დღეს ის ოთარ აბესაძესთან წინასწარი დაკავების იზოლატორში კვლავ უნდა შევიდეს.

ადვოკატი აცხადებს, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი თავს ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს და დამშვიდება სჭირდება. ირმა ჭკადუას შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა აბესაძე ბრალს, პასუხი ჯერჯერობით არ აქვს.

ადვოკატის თქმით, მან ყველა საკითხი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან უნდა შეათანხმოს.

ოთარ აბესაძე, ქრთამის აღების ბრალდებით, გუშინ გვიან ღამით აიყვანეს.

დღის ამბები