17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
ხნულები მავთულხლართებიდან 200 მეტრში - რუსი სამხედროები ოკუპაციის ზონას აფართოებენ

სოფელ ცერონისში, კნოლევში და თამარაშენში, რუსი სამხედროები ოკუპაციის ზონას აფართოებენ. ქარელის რაიონის სამი სოფლის გარშემო ოკუპანტებმა 200-ს მეტრიანი ბუფერული ზონა შექმნეს.

სოფელ კნოლევში ამბობენ, რომ შიმშილი ემუქრებათ. კნოლევის ბევრ მაცხოვრებელს კარგი მოსავლის მისაღებად და სასუქის შესაძენად კრედიტი აქვს აღებული.

ტრაქტორით ხნულები ქარელის რაიონის სამ სოფელში საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე დღის წინ გაავლეს, ოფიციალურად ამის მიზეზი შესაძლო ხანძრისგან თავის დაცვაა, არაოფიციალურად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 200 მეტრით შემოჭრა.

ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ცერონისის მაცხოვრებლებიც. როგორც სოფელში ამბობენ, ე.წ. საზღვრის გადმოწევამდეც, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე უპრობლემოდ აკავებდნენ. 

დღის ამბები