17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ნარმანიას განკარგულება - წინასაარჩევნოდ დასაქმებულთა და ხელფასების გაზრდილი ოდენობა

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

2 თვის წინ ნარმანიამ განკარგულება გასცა, რომლის საფუძველზე, რამდენიმე საქალაქო სამსახურში შტატების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა.

მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, რომელიც მერიაში სატრანსპორტო საკითხებს ხელმძღვანელობს, თანამშრომლთა რაოდენობის ზრდას ადასტურებს. თუმცა განმარტავს, რომ ახალი კადრების საჭიროება დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ გაჩნდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ კიდევ ერთ სამსახურში 35 ადამიანი დაასაქმეს. შტატების რაოდენობის ზრდის პარალელურად, სახელფასო ფონდიც 2 მილიონზე მეტი ლარით გაზარდეს. ამ თანხის 35 თანამშრომელზე გადანაწილების შედეგად გამოდის, რომ თითოეული თვეში ხელფასის სახით 4 ათას ლარზე მეტს იღებს.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ამ გადაწყვეტილებებით მერია წინასაარჩევნოდ საკუთარ აქტივისტებზე სახელმწიფოს ფულს ხარჯავს. უმცირესობაში არ გამორიცხავენ, რომ საშტატო ნუსხა არჩევნებამდე კიდევ გაიზრდება.

თავად დავით ნარმანია კი, ამ ბრალდებებს უარყოფს.

დღის ამბები