02 ივნისი 2024,   19:58
ვრცლად
ანაკლია-განმუხურის ხიდთან ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

ანაკლია-განმუხურის ხიდთან ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. გიგა ბუკიას ახლობლების განცხადებით, ის წყალში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შევიდა.

წყლიდან ახალგაზრდა მამაკაცი სამაშველო სამსახურმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის უარის მიუხედავად, სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გიგა ბუკიას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


დღის ამბები