17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ხმაური ნაძალადევის გამგეობაში - დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიას ითხოვს 

ხმაური ნაძალადევის გამგეობაში - ქსოვრელის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა გამგეობისგან პრობლემების მოგვარებას ითხოვდა. მათი თქმით, შენობაში უკვე რამდენიმე წელია არ აქვთ ელექტროენერგია.

ადგილზე "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მივიდა და გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა კონკრეტული პასუხები უწყებისგან ვერ მიიღო.

გამგეობაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის აღსადგენად სხვა სამინისტროებისგან ნებართვა სჭირდებათ.

„ძირითადი მიდგომა გამგეობის, ეს არის პასუხისმგებლობის მოხსნა. მე არ მეხება სხვას ეხება. მოქალაქეს აბსოლუტურად არაფერში არ უნდა აინტერესებდეს ეკონომიკის სამინისტროს ეხება, დევნილებს, გამგეობას თუ ვის. ეს არის ერთი სახელმწიფო, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს. აქ რამდენიმე სახელმწიფო მოხელეა, რომელიც საერთოდ დაუშვებელია, რომ მიაკარო რაიმე საქმეს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები