17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ბათუმის არეულობაზე დაკავებულების სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამარლოში მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა. საქმის გამომძიებლები მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრობენ. დღეს სასამართლო მხოლოდ 6 პირის საქმეს განიხილავს.

როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, პროკურატურა მათ საპროცესო გარიგებას სთავაზოს, ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობას და სამი წლით პირობით სასჯელს. ისინი პროკურატურის შეთავაზებას არც ამჯერად თანხმდებიან და მათ პირობებს უყენებენ.

„2011 წლის ივლისს თვეში მიღებული კანონებით ხდება ამ პირების გასამართლება. მთავრობის 2 მოწვევის პარლამენტმა არაფერი შეცვალა და როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნება „ქართული ოცნება“, ბესელია, ქუცნაშვილ და კობახიძე, როგორც იურისტები, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებიან,“ - განაცხადა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ. 

 

დღის ამბები