17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
აბრების გადმოწევა და ბორდერიზაცია აგრესიაა - იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სოფელ ყარაფილაში საოკუპაციო ხაზი მოინახულა. იან კელიმ უშუალოდ დაათვალიერა მავთულხლართებით შემოღობილი ტერიტორია და დაწვრილებით მოისმინა ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც მას აინტერესებდა.

იან კელის თქმით, ამერიკა არასდროს აღიარებს ამ საზღვრებს და ეს ხელოვნური ბარიერებია, რომელიც მალე დაინგრევა.

“ФСБ-ს და რუსეთის ხელისუფლებას ექნება პასუხი, რატომ შეარჩიეს ეს ადგილი ბანერის გადმოსაწევად. ეს ადგილი, მართლაც, სიმბოლურია, რადგან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული ქვეყნის უმთავრესი და უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მაგისტრალიდან. აღშფოთებული ვარ, რომ 21-ე საუკუნეში უხეშად ირღვევა საქართველოს სუვერენიტეტი მეზობელი ქვეყნის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს დათანხმდება საქართველოს სუვერენული საზღვრების ახლიდან და თანაც ცალმხრივად გავლებას. გავაგრძელებთ საჯაროდ ლაპარაკს ამ უსამართლობის შესახებ და იმაზე, რომ აბრების გადმოწევა და ბორდერიზაცია, რომელიც ხელოვნურად და არაადამიანურად ყოფს ერთმანეთისგან ხალხს, აგრესიაა,“ - განაცხადა იან კელიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მობილიზება რუსეთის ოკუპაციის დარეგულირების წინაპირობაა. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის მხრიდან ბანერების დამონტაჟება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს და უსაფრთხო გარემოს აზიანებს. 

დღის ამბები