17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"ბახალას" მომდევნო სასამართლო სხდომა პირველ სექტემბერს გაიმართება 

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა," დღეს სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბახალას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა ედება ბრალად, თუმცა თავად გიორგანაშვილი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩაუდეს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

დღევანდელ პროცესზე, ჩვენება მისცა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც გიორგანაშვილის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას. ის ყვებოდა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება მის თვალწინ, მისმა მისივე კოლეგამ შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოუღო, თუმცა პროკურატურის მთავარმა მოწმემ, საქმის თვითმხილველმა ტაქსის მძღოლმა ჩვენებაში აღიარა, რომ არ დაუნახავს, როგორ ამოუღეს პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულს ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი 25 ივნისს, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მომდევნო სასამართლო სხდომა პირველ სექტემბერს, პირველ საათზე გაიმართება.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები